ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 25 წევრისგან, საიდანაც 10 არჩეულია პროპორციული საარჩევნო სისტემით და 15 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა სამმა პოლიტიკურმა პარტიამ:
• საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ 1310 ხმა (8.17%) - ერთი მანდატი; • პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 12531 ხმა (78.15%) - რვა მანდატი; • ”ქრიასტიან–დემოკრატიული გაერთიანება“ 1260 ხმა (7.86%) - ერთი მანდატი. მაჟორიტატული სისტემით საკრებულოს წევრის 15 მანდატიდან , 14 მოიპოვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ “ და ერთი მანდატი ერგო „თორთლაძე – დემოკრატებს“. იხ. შედეგები
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - ციცინო ფიცხელაური (აპარატის უფროსი), ტელ.: 577 95 30 77.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო მისამართი:
0900, ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქუჩა № 49;
ტელ.: (8 349) 22 16 09.