მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქვემო ქართლში (1943-მდე ლუქსემბურგის რაიონი). 1917-მდე ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის  ტერიტორია თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში შედიოდა, 1917-30 - თბილისის ოლქში. 1930-ში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გამოეყო თბილისის ოლქს ცალკე რაიონად. 1963-66 ბოლნისის მუნიციპალიტეტი აერთიანებდა მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. 1966-დან გამოიყო ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებით.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტს სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო-სომხეთის საზღვარს, რომელიც ლოქის ქედზე გადის. დასავლეთით მას ესაზღვრება დმანისის, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით - მარნეულის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით - ქციის ხეობა გამოყოფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისგან.

 

ფართობი - 798,3 კმ2;

 

მოსახლეობის რაოდენობა - 74 ათასი ადამიანი (აზერბაიჯანელი 66,0% ,ქართველი 26,8%, სომეხი 5,9% ) ;

 

სიმჭიდროვე - 92 ადამიანი კმ2- ზე;.

 

მუნიციპალიტეტში 48 დასახლებული პუნქტია:1 ქალაქი, 2 დაბა და 45 სოფელი -  ბოლნისი, თამარისი  (ფარიზი, ცურტავი),  კაზრეთი (ბალიჭი) აკაურთა  (ბერთაკარი,  გეტა,  იწრია,  სენები,  ფოცხვერიანი,  ძეძვნარიანი,  ძველიქვეში),  ბოლნისი (სამწევრისი,  ფოლადაური,  შუაბოლნისი),  დარბაზი  (წიფორი,  ჭრეში,  ხახალაჯვარი),  მამხუტი (ზემოარქევანი, ქვემო არქევანი,  ხატავეთი),  ნახიდური  (ბალახაური,  მუხრანა,  მწყნეთი,  ჭაპალა,ხიდისყური) , რატევანი  (ზვარეთი),  რაჭისუბანი  (ვანათი,  სამტრედო,  ხატისსოფელი),  ტალავერი (პატარა დარბაზი,  სავანეთი), ტანძია,  ქვემო ბოლნისი,  ქვეში (კიანეთი, მუშევანი, საბერეთი, ჯავშანიანი).

 

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი- ქალაქი ბოლნისი(1943 წლამდედაბა ლუქსემბურგი), ქალაქი(1967 წლიდან) მდებარეობს ქვემო ქართლში, მდინარე მაშავერას ხეობაში. ზღვის დონიდან 560 მეტრ სიმაღლეზე; თბილისიდან 52 კმ-ის მანძილზე;

 

დეპუტატი პარლამენტში- კობა ნაყოფია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)

 

იხ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის რუკა