გარდაბნის მუნიციპალიტეტი(1947 წლამდე ყარაიის რაიონია) მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ტფილისის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან - ტფილისის მაზრაში, 1938 წლიდან - თბილისის ოლქის ყარაიის რაიონია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტს სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით მცხეთის, აღმოსავლეთით - საგარეჯოს, დასავლეთით - თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტები.
ფართობი - 1304.1 კმ²;
მოსახლეობის რაოდენობა - 114 ათასი ადამიანი (ქართველი 53,2%, აზერბაიჯანელი 43,7%);
სიმჭიდროვე - 88 ადამიანი კმ2- ზე;
მუნიციპალიტეტში 42 დასახლებული პუნქტია: ქალაქი გარდაბანი და 41 სოფელი - აღთაქლა (ყარათაქლა, ყარაჯალარი), ახალი სამგორი, ახალსოფელი (მუხროვანი, საცხენისი), გამარჯვება, ვახტანგისი, თელეთი (ზემო თელეთი, ახალწყარო, მუხრან-თელეთი, ქვემო თელეთი, წალასყური), კალინინო (ამბართაფა, ახალშენი, ბირლიკი, თაზაქენდი), კრწანისი, კუმისი, ლემშვენიერა (მზიანეთი, ნაგები), მარტყოფი (ვაზიანი, სააკაძე), ნაზარლო, ნორიო (ქვიშიანი, წითელუბანი), სართიჭალა (მუღანლო), ქესალო, ჯანდარი.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი გარდაბანი. ადრე მას ყარაია ერქვა. მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე. ზღვის დონიდან 310 მ, თბილისიდან 39 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1969 წელს. მოსახლეობა 11,9 ათასი(2002 წ.).
დეპუტატი პარლამენტში - დავით მახნიაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)