Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 762

Deprecated: Non-static method JFactory::_createConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 73

Deprecated: Non-static method JUtility::getHash() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 97

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/utilities/utility.php on line 116

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 399

Deprecated: Non-static method JFactory::getSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 802

Deprecated: Non-static method JFactory::_createSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 94

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 501
მუნიციტიპალიტეტი - ყველაფერი არჩევნების და თვითმმართველობის შესახებ
მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

მარნეულის მუნიციპალიტეტი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე.  მარნეულის მუნიციპალიტეტი  1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში. 1921 საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ ბორჩალოს მაზრაშია. 1929 თბილისის ოლქშია ბორჩალოს რაიონის სახელწოდებით. 1930-დან ლუქსემბურგის (ახლანდელი ბოლნისის) რაიონში 1947-დან მარნეულის რაიონია.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ბოლნისის, ჩრდილოეთით - თეთრიწყაროს და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით გარდაბნის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით -  აზერბაიჯანის და სომხეთის სახელმწიფოები.

 

ფართობი -  935 კმ2;

 

მოსახლეობის რაოდენობა - 118 ათასი ადამიანი ( აზერბაიჯანელი - 83,1%, ქართველი-  8,0%, სომეხი-  7,9%;);

 

სიმჭიდროვე - 126 ადამიანი კმ2- ზე;

 

მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია - ქალაქი მარნეული, დაბა შაუმიანი და 70 სოფელი-   ალგეთი(აზიზქენდი, აჯიისქენდი, თაზაქენდი, საბირქენდი), ახქერფი(ულიანოვკა, ჩანახჩი), დამია-გიაურარხი(ახლოლალალო, დამია, კიროვკა),  კასუმლო(აღმამედლო, ბაითალო, ბეითარაფჩი, კუშჩი, ულაშლო), ოფრეთი(ხოხმელი), სადახლო(ბურმა, თაზაქენდი, მოლაოღლი), ქაფანახჩი(ამბაროვკა, ილმაზლო, მეორექესალო, პირველიქესალო, ქეშალო), ქურთლარი(ბაიდარი, დიდიმუღანლო, ლეჟბადინი, ხუტორ-ლეჟბადინი), ყაჩაღანი(თექალი, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯი-გაზლო), ყიზილ-აჯლო, ყულარი(ქვემო-ყულარი, ბუდიონოვკა, დაშთაფა, ზემოყულარი, კირიხლო, ყირმიზქენდი), შულავერი(არაფლო, ახალიმამუდლო, ენიქენდი, ზემოსარალი, იმირი, სეიდხოჯალო, ქვემოსარალი), წერაქვი(სიონი, ჯანხოში), წერეთელი(ორჯონიკიძე, დიდიბეგლარი, ნორგიუღი, პატარაბეგლარი), ხოჯორნი(ბურდაძორი, გულბაღი, წოპი).

 

ადმინისტრაციული  ცენტრი ქალაქი მარნეული (1947 წლამდე ბორჩალო) - მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდინარე ალგეთის  ნაპირზე.  ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 19,9 ათასი (2002 წ.).

 

დეპუტატი პარლამენტში-  აზერ  სულეიმანოვი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის)

 

იხ. მარნეულის მუნიციპალიტეტის რუკა