ჩხოროწყუ - მუნიციპალიტეტი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. როგორც ადმინისტრაციული ერთეული (რაიონი) ჩამოყალიბდა 1921 წლის ნოემბერში; გაუქმდა 1962 წელს შეუერთდა სენაკის რაიონს, ხოლო 1964 წლის 23 დეკემბერს ისევ აღადგინეს. 1989 წლის მონაცემებით ამ რაიონში სულ 29,840 ადამიანი სახლობდა, თუმცა 1993 წლის აფხაზეთის ომის შემდეგ ის საგრძნობლად გაიზარდა ლტოლვილების ხარჯზე.
ფართობი - 619,7 კმ2;
მოსახლეობის რაოდენობა - 35 507 ადამიანი;
სიმჭიდროვე - 48.6 ადამიანი კმ2- ზე;
მუნიციპალიტეტში 30 დასახლებული პუნქტია - დაბა ჩხოროწყუ და 29 სოფელი:ახუთი · ზუმი · თაია · კირცხი · ლეახალე · ლეგახარე · ლედარსალე · ლესიჭინე · ლექარჩე · ლექობალე · ლეწურწუმე · ლეჯიქე · მეორე ლესიჭინე · მეორე ჭოღა · მოიდანახე · მონგირი · მუხური · ნაგვაზუ · ნაკიანი · ნაფიჩხოვო · ოჩხომური · პირველი ჭოღა · სარაქონი · ქვედა ჩხოროწყუ · ქოყო · ხაბუმე · ხანწკი · ჯუმითი · ჯუმითი
ადმინისტრაციული ცენტრი - დაბა ჩხოროწყუ მდებარეობს მდინარე ხობისწყალსა და ოჩხომურს შორის, დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 4.3 ათასი (2007). დედაქალაქიდან დაშორებულია 317 კმ-ით;
დეპუტატი პარლამენტში - ედიშერ ჯალაღონია(ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)