მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშა - მუნიციპალიტეტი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე მუნიციპალიტეტია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილ გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) მუნიციპალიტეტში.

 

აბაშის მუნიციპალიტეტს ჩრდ-ით ესაზღვრება - მარტვილის, აღმოსავლეთით სამტრედიის, სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით სენაკის მუნიციპალიტეტი.

 

ფართობი - 320,8  კმ2;

 

მოსახლეობის რაოდენობა - 28707 ადამიანი;

 

სიმჭიდროვე - 89 ადამიანი კმ2- ზე;

 

მუნიციპალიტეტში  41  დასახლებული პუნქტია: ქალაქი აბაშა და  სოფლები გეზათი (გულუხეთი), ზანათი (გამოღმაზანათი, გაღმაზანათი),კეთილარი (გაღმა კოდორი, გულეიკარი), მარანი (გუგუნაყათი, მარანჭალა), ნაესაკაო (გამოღმა კოდორი), ნორიო (აბაშისპირი, განათლებისკარი, საბოკუჩავო, საგვაზავო), ონტოფო (პირველი ონტოფო, ეწერი, მეორე ონტოფო), პირველი მაისი (გაუწყინარი, თხმელარი, ქვიშანჭალა), სამიქაო (მაიდანი), სეფიეთი, სუჯუნა (მეორე ეწერი, პირველი ეწერი, წალიკარი), ტყვირი (ცილორი), ქოლობანი (ბულვანი, გუგუნაყათი, პატარა გეზათი), ძველი აბაშა, წყემი (ძიგური)

 

ადმინისტრაციული ცენტრი -  ქ. აბაშა.  მდებარეობს მდინარეებს აბაშასა და ნოღელას  შორის, ზღვის დონიდან 23 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1964  წელს. მოსახლეობა 6,4 ათასი (2002 წ.)

 

დეპუტატი პარლამენტში - რომანოზ ბჟალავა(ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)

 

 

იხ. აბაშის მუნიციპალიტეტის რუკა