ხობი - მუნიციპალიტეტი სამეგრელო ზემო-სვანეთის მზარეში, მდებარეობს დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის ცენტრში. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - სენაკის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით - ქ. ფოთის ტერიტორია, დასავლეთით - შავი ზღვა.
ფართობი - 676 კმ2;
მოსახლეობის რაოდენობა - 41.749 ადამიანი (2006 წელი);
სიმჭიდროვე - 62.6 ადამიანი კმ2- ზე;
მუნიციპალიტეტში არის 57 დასახლებული პუნქტი - ქალაქი ხობი და დ 56 სოფელი: ალიონი · ახალსოფელი · ახალხიბულა · ბია · ბია-საშონიო · ბულიში · ბულიწყუ · გამოღმა პირველი ხორგა · გამოღმა ქარიატა · გამოღმა შუა ხორგა · განთიადი · გაღმა პირველი ხორგა · გაღმა საჯიჯაო · გაღმა ქარიატა · გაღმა შუა ხორგა · გაშფერდი · გვიმარონი · გიმოზგონჯილი · დასახლება · დურღენა · დღვაბა · ზემო ბია · ზემო ქვალონი · ზენი · ზენი · ზუბი · ზუბი · თორსა · კუთხენოჯიხევი · ლარჩვა · მეორე გურიფული · ნაფოშტუ · ნოჩხონი · ნოჯიხევი · ოხვამეკარი · პატარა ფოთი · პირველი გურიფული · საალანიო-საფაჩულიო · საბაჟო · საბუკიო · საგვიჩიო · საკვიკვინიო · საკუკავო · საქირიო · საქორქიო · საღვამიჩავო · საჭოჭუო · სახოჭოლავო · ყორათი · ყულევი · ძველი ხიბულა · წინაგოლა · ჭითაუშქური · ჭიხუ · ხამისკური · ხეთა · ჯაპშაქარი
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ხობი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ხობის ნაპირას, ზვის დონიდან 25 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 5,6 ათასი (2002 წ.). დედაქალაქიდან დაშორებულია 285 კმ-ით
დეპუტატი პარლამენტში - გოდერძი ბუკია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)