ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 23 წევრისგან, აქედან 13 არჩეულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ხოლო 10 - პროპორციულით.პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით ხუთ პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმმა პოლიტიკურმა პარტიამ:• ”ალიანსი საქართველოსთვის” 944 ხმა (7.67%) - ერთი მანდატი;• ”თოფაძე - მრეწველები” 765 ხმა (6.22%) - ერთი მანდატი;• ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 7838 ხმა (63.71%) - ექვსი მანდატი;• "ეროვნული საბჭო“ 669 ხმა (5.44%) - ერთი მანდატი;• ”ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” 2007 ხმა (16.31%) - ერთი მანდატი;მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს წევრის 13 მანდატიდან , 12 მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო ერთი - "თოფაძე-მრეწველები”. იხ. შედეგები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისამართი:
1000, ბაღდათი, წერეთლის № 9;
ტელ.: (8 234) 28-28