თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 29 წევრისაგან, საიდანაც 10 არჩეულია პროპორციული საარჩევო სისტემით, ხოლო 19 - მაჟორიტარულით;პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით ხუთ პროცენტიანი ბარიერი გადალახა სამმა პოლიტიკურმა პარტიამ:• ”ალიანსი საქართველოსთვის” 1056 ხმა (5.76%) - ერთი მანდატი;• პოლიტიკური გაერთიანება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 13 732 ხმა (74, 96%) - რვა მანდატი;• ”ქრისტიან - დემოკრატიული გაერთიანება” 1773 ხმა (9.68%) – ერთი მანდატი.მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს წევრის 19 მანდატიდან 17მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო 2 მანდატი ერგო ”თოფაძე - მრეწველებს”. იხ. შედეგები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისამართი:
2400 თერჯოლა, რუსთაველის ქ. №109;
ტელ.: (8 491) 22 21 61