ზუგდიდი - მუნიციპალიტეტი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში, 1921-დან ზუგდიდის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია.
ფართობი - 662 კმ2;
მოსახლეობის რაოდენობა - 168 ათასი ადამიანი;
სიმჭიდროვე - 246 ადამიანი კმ2- ზე;
მუნიციპალიტეტში 59 დასახლებული პუნქტია - ქალაქი ზუგდიდი და 58 სოფელი: აბასთუმანი · ანაკლია · ახალი აბასთუმანი · ახალკახათი · ახალსოფელი · ბაღმარანი · ბაში · განარჯიის მუხური · გრიგოლიში · დავითიანი · დარჩელი · დიდი ნეძი · დიდი ნეძის კახათი · დიხაგუძუბა · ერგეტა · ზედა ეწერი · თიქორი · ინგირი · კახათი · კიროვი · კოკი · კორცხელი · მენჯი · მოგირი · ნარაზენი · ნაცატუ · ნაწულუკუ · ნაჭკადუ · ოდიში · ოირემე · ორსანტია · ორულუ · ოფაჩხაფუ · ოქტომბერი · რიყე · რუხი · საბეჭვაიო · საჭურღულიო · ტყაია · ურთა · უჩაშონა · ფალაზონი · ყულიშკარი · შამადელა · შამგონა · ჩხორია · ჩხოუში · ცაიში · ცაცხვი · ცვანე · ჭაქვინჯი · ჭითაწყარი · ჭკადუაში · ხეცერა · ხურჩა · ჯიხაშკარი · ჯუმი ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ზუგდიდი გაშენებულია ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა 69 000 (2009 წ.).
დეპუტატი პარლამენტში - ფრიდონ თოდუა(ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)