ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 27 წევრისაგან, საიდანაც 10 არჩეულია პროპორციული საარჩევო სისტემით, ხოლო 17 - მაჟორიტარულით;პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით ხუთ პროცენტიანი ბარიერი გადალახა ოთხმმა პოლიტიკურმა პარტიამ:
• „ალიანსი საქართველოსთვის“ 1721 ხმა (7.46%) - ერთი მანდატი;• „ თოფაძე-მრეწველები“ - 1350 ხმა(5.85%) - ერთი მანდატი;• პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 16655 ხმა (72.15%) - შვიდი მანდატი;• „ ქრისტიან - დემოკრატიული გაერთიანება" 2132 ხმა (9.24%) - ერთი მანდატი.
მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს წევრის 17 მანდატიდან 15 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-მ მოიპოვა, თითო-თითო მანდატი ერგოთ "თოფაძე-მრეწველებს" და “თორთლაძე - დემოკრატიული პარტია”-ს; იხ. შედეგები ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისამართი:
4500 ქ. ქარელი, ნინოშვილის 3 ;
ტელ: (8 369) 23 17 34.