მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება № 17
2010 წლის 13 აგვისტო
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის,43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (დანართი №1);
2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 14 ნოემბრის № 7დადგენილება;
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ანდრო კალანდაძე