თქვენ იმყოფებით: მუნიციტიპალიტეტი ქვემო ქართლი
მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც(კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.

 

მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ–ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10%-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3. მოსახლეობა— 497 ათასი, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე— 76 .  საერთაშორისო კოდია: GE-KK.