ხონი - მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, მდებარეობს მდინარე გუბისწყლის ნაპირზე და ცხენისწყლის ხეობაში. ხონის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება მარტვილის, აბაშის, სამტრედიის, წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტები.
ფართობი - 428.5 კმ²;
მოსახლეობის რაოდენობა - 31.400 ადამიანი;
სიმჭიდროვე - 428.5 ადამიანი კმ²- ზე;
მუნიციპალიტეტში 40 დასახლებული პუნქტია - ქალაქი ხონი და სოფლები -ახალბედისეული, ახალშენი, ბანგვეთი, ბესიაური, გამოღმანოღა, გაღმანოღა, გელავერი, გვაზაური, გვაშტიბი, გოჩაჯიხაიში, დედალაური, დიდიგუბი, დიდიკუხი, ზედაგორდი, ზედაკინჩხა, ივანდიდი, კინჩხაფერდი, კონტუათი, ლეფილიე, მათხოჯი, ნახახულევი, ორაგვეთი, პატარაგუბი, პატარაკუხი, პატარაჯიხაიში, რონდიში, საწისქვილო, საწულუკიძეო, სუხჩა, უძლოური, ქვედაგორდი, ქვედაკინჩხა, ქუტირი, ღვედი, შუაგუბი, ჩუნეში, ძეძილეთი, ხარაბაული, ხიდი.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ხონი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 114 მ სიმაღლეზე. . ქალაქი - 1921 წლიდან.მოსახლეობა - 11.315 ადამიანი(2002);
მაჟორიტარი დეპუტატი - დავით ჭავჭანიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").