ვანი - მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის დაბლობსა და მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. რაიონის ტერიტორია 1917 წ- მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1917-28 წ-ში ქუთაისის მაზრაში, 1929 წ-დან ქუთაისის ოლქში, 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. მუნიციპალიტეტს ესაზრვრება ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.
ფართობი - 557 კმ2;
მოსახლეობის რაოდენობა - 34.200 ადამიანი;მოსახლეობის სიმჭიდროვე - 61.9 ადამიანი კმ² - ზე;
მუნიციპალიტეტში 44 დასახლებული პუნქტია - ქალაქი ვანი და სოფლები - ამაღლების (ინაშაური), ბზვანის (ზედა ბზვანი, ქვედა ბზვანი), გადიდის (ონჯოხეთი), გორის (ზედა გორა, ქვედა გორა), დიხაშხოს (ისრითი, ციხისუბანი), ზედა ვანის (ტყელვანი), ზეინდარის (შუა გორა), მუქედის (ზედა მუქედი, ქვედა მუქედი), სალომინაოს (ბაგინეთი), სალხინოს (ზენობანი), საპრასიის (რომანეთი), სულორის, ტობანიერის (ზედა ეწერ-ტობანიერი, კუშუბაური, მიქელეფონი), უხუთის (იმერუხუთი), ფერეთის (ბაბოთი), ყუმურის (დუცხუნი, მაისაური), შუამთის (მთისძირი, ჭაგან-ჭყვიში, ჭყვიში), ციხესულორის (ქვედა ციხესულორი), ძულუხის.ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ვანი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ. ქალაქი 1981 წლიდან. მოსახლეობა - 4,6 ათასი ადამიანი (2002).
მაჟორიტარი დეპუტატი - ბეჟან ხურციძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").