თქვენ იმყოფებით: მუნიციტიპალიტეტი კახეთი
მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

კახეთი

კახეთი —  მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს, მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარე კახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნი კახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმა მხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო).

 

რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KA. მხარის ფართობი შეადგენს 11.310 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 407 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 36 კაცს.

 

მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი.