თერჯოლა - მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე.მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წ-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1821-დან შორაპნის მაზრაში, 1930-დან ქუთაისის ოლქში. ამავე წელს გამოიყო ცალკე, როგორც ჩხარის რაიონი. 1950 წლიდან ეწოდება თერჯოლის რაიონი. თერჯოლის მუნიციპალიტეტი თბილისიდან 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ფართობი - 357 კმ2 ;
მოსახლეობის რაოდენობა - 45.300 ადამიანი;
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 127 ადამიანი კმ2-ზე;
მუნიციპალიტეტში 46 დასახლებული პუნქტია - ქალაქი თერჯოლა და 45 სოფელი - ახალი თერჯოლა, ახალუბანი, ბარდუბანი, ბოსელა, ბროლისქედი, გოგნი, გოდოგანი, დელტასუბანი, ეწერი, ვარდიგორა, ზარნაძეები, ზედა ალისუბანი, ზედა საზანო, ზედა სიმონეთი, თავასა, თუზი, თხილთაწყარო, კაკაბაური, კვახჭირი, მაჩიტაური, მუჯირეთი, ნაგარევი, ნავენახევი, ნახშირღელე, ოდილაური, ოქონა, ოქტომბერი, რუფოთი, სათემო, სარბევი, სეფარეთი, სიქთარვა, სკანდე, ტელეფა, ქვედა ალისუბანი, ქვედა სიმონეთი, ღვანკითი, შიმშილაქედი, ჩიხორი, ჩხარ-ეწერი, ჩხარი, ძევრი, ჭალასთავი, ჭოგნარი, ჯგილათი.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი თერჯოლა მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ჩხარის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 170 მ სიმაღლეზე.. მოსახლეობა - 5.500 ადამიანი (2002). ქალაქი 1983 წლიდან.
მაჟორიტარი დეპუტატი - ბეჟან ბუცხრიკიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის").