ტყიბული - მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში. მოიცავს ისტორიულ ოკრიბას და მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ - ქვემო იმერეთში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით ქალქი ქუთაისი და დასავლეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.
ფართობი - 478.8 კმ²;
მოსახლეობის რაოდენობა - 31. 000 ადამიანი;
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 65 ადამიანი კმ² - ზე;
მუნიციპალიტეტში 47 დასახლებული პუნქტები - ქალაქი ტყიბული და სოფლები - ანტორია, ახალდაბა, ახალსოფელი, ბზიაური, ბობოთი, ბუეთი, გადაღმა წყალწითელა, გადმოღმა წყალწითელა, გელათი, გურნა, დაბაძველი, ზედაჭყეპი, ზედუბანი, ივანეული, კითხიჯი, კისორეთი, კოკა, კორეეთი, კურსები, ლაფეთი, ლაშია, ლეღვა, ლეყერეთი, მანდიკორი, მოწამეთა, მუხურა, ნაბოსლევი, ნაძვა, ორპირი, ოხომირა, ოჯოლა, სამტრედია, საწირე, სოჩხეთი, ქვედაჭყეპი, შუყერი, ციხია, ცუცხვათი, ძიროვანი, ძმუისი, ძუყნური, წყნორი, ხორჩანა, ხრესილი, ჯვარისა, ჯონია;
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ტყიბული მდებარეობს ნაქერალას ქედისსამხრეთით გაშენებულია მდინარე ტყიბულას (მდ. ყვირილას მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 590 მეტრზე.. საქართველოს დედაქალაქიდან დაშორებულია 264 კმ-ით. . მოსახლეობა - 14,6 ათასი ადამიანი (2002). ქალაქი 1939 წლიდან.
მაჟორიტარი დეპუტატი - პავლე კუბლაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").