ჭიათურა - მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში,ჭიათურის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთით ესაზღვრება საჩხერეს, დასავლეთით - თერჯოლას, ტყიბულს, სამხრეთ დასავლეთით - ზესტაფონს, ხარაგაულს, ხოლო ჩრდილოეთით ამბროლაურს.
ფართობი - 542 კმ²;
მოსახლეობის რაოდენობა - 55.600 ადამიანი ;
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 184 ადამიანი კმ² -ზე;
მუნიციპალიტეტში 62 დასახლებული პუნქტია - ქალაქი ჭიათურა და სოფლები - გეზრული (შუა გეზრული, ქვედა გეზრული), ვაჭევი (მელუშეეთი, ღვითორი, ჯოლხეეთი), ზოდი (დარკვეთი, ზედუბანი, მოხოროთუბანი), ითხვისი (ბეგიაური, ბჟინევი), კაცხი (დიდი კაცხი, ეწერი, მორძღვეთი, ნავარძეთი, სალიეთი, ჯოყოეთი), მანდაეთი (მეჩხეთური, პატარა ჩხირაული, ტყემლოვანა, ქბილარი), ნიგოზეთი (გუნდაეთი, ზედა ბერეთისა, მერევი, უსახელო, ქვედა ბერეთისა, წასრი, წყალშავი), პერევი (კალაური, სკინდორი, შუქრუთი, წინსოფელი, ჭილოვანი), რგანი, სარქველთუბანი (ბუნიკაური, ზედარგანი, თაბაგრები), სვერი (თვალუეთი, ცხრუკვეთი), ქვაციხე (ბიღა, რცხილათი, საკურწე), წირქვალი (მღვიმევი, ქვედა ჭალოვანი, ხალიფაური), ხვაშითი (ვაკევისა, ვანი, ზედა ჭალოვანი, კვახაჯელეთი), ხრეითი.
მუნიციპალიტეტის ცენტრი - ქალაქი ჭიათურა მდებარეობს მდინარე ყვირილას ნაპირებსა და მიმდებარე პლატოზე. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა - 13,8 ათასი(2002 წ.).
მაჟორიტარი დეპუტატი - მამუკა გოგატიშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა– გამარჯვებული საქართველოსთვის").