მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერე  - მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში. მდებარეობს მდინარეების ყვირილის და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში.1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930 წლამდე ქუთაისის ოლქში, 1939 წლამდე ჭიათურის რაიონში, მას შემდეგ დამოუკიდებელი რაიონია.

აღმოსავლეთით ის ესაზღვრება ჯავისა და ყორნისის, დასავლეთით - ჭიათურის, სამხრეთ აღმოსავლეთით - ხაშურის, სამხრეთ დასავლეთით - ხარაგაულის, ხოლო ჩრდილოეთით და ჩრდილო დასავლეთით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს.

 

ფართობი - 973 კმ²;

 

მოსახლეობა - 46.400 ადამიანი  (2006 წ.);

 

მოსახლეობის სიმჭიდროვე - 48.1 ადამიანი კმ²- ზე;

 

მუნიციპალიტეტში 55 დასახლებული პუნქტია - ქალაქი   საჩხერე და სოფლები სხვიტორი, დუნთა, არგვეთა(ბახიოთი, ირტავაზა, იცქისი, მახათაური, სავანე, შალაური, ცხამი), გორისი (გამოღმა არგვეთი), კორბოული (ნიგვზარა, შომახეთი), მერჯევი (ივანწმინდა), საირხე (კალვათა, ჭორვილა), სარეკი (ბაჯითი, ქვემოხევი), ქორეთი, ჩიხი (დუნთა, ზედა ორღული, სხვიტორი ქვედა ორღული), ცხომარეთი (მოხვა), ჭალა (დარყა, დრბო, ზემო ქარზმანი, თედელეთი, პერევი, საკოხია, სინაგური, სპეთი, ტბეთი, ქვემო ქარზმანი, ღონა, ჭურნალი, ხახეთი, ჯალაბეთი, ჯრია), ჭალოვანი (ვაკისა, ლიჩი, ღოდორა, ხვანი), ჯალაურთა (მოძვი).

 

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი  საჩხერე მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე, საჩხერის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა - 56,7 ათასი(2008 წ.). ფართობი - 771 000 კმ².   მანძილი თბილისიდან - 176 კილომეტრი.

 

მაჟორიტარი დეპუტატი - სამსონ ქუთათელაძე ("ერთიანინაციონალურიმოძრაობა- გამარჯვებულისაქართველოსთვის").

 

იხ. საჩხერის მუნიციპალიტეტის რუკა