ზესტაფონი - მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, მდებარეობს კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის პლატოზე. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ხარაგაულის, ჩრდილო აღმოსავლეთით ჭიათურის, დასავლეთით თერჯოლის, სამხრეთ დასავლეთით ბაღდათის მუნიციპალიტეტები.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წ - მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930 წელს გამოიყო დამოუკიდებელ რაიონად.
ფართობი - 423 კმ²;
მოსახლეობის რაოდენობა - 76.000 ადამიანი;
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 180.2 ადამიანი კმ²-ზე;
მუნიციპალიტეტში 60 დასახლებული პუნქტია - ქალაქი ზესტაფონი, დაბა - შორაპანი და 58 სოფელი - ბოსლევი (ბეღლევი, გამოღმა ბოსლევი, გაღმა ბოსლევი, დიდწიფელა, მარცხენა რკვია, მარჯვენა რკვია), დილიკაური (ქველეთუბანი), ზედა საქარა(ბეღლევი), ზოვრეთი, ილემი (ზედა ილემი, ქვედა ილემი), კვალითი (ქვედა კვალითი, შუა კვალითი), კლდეეთი (ალავერდი, ზედა კლდეეთი, თვრინი, კინოთი, მწყერისციხე, ტაბაკინი, ქვედა კლდეეთი), მეორე სვირი (ახალი სვირი), პირველი სვირი, როდინაული (აჯამეთი, სვეტმაღალი, ცხენთარო), სანახშირე (ზედა წიფლავაკე, მარტოთუბანი, საღვინე, ქვედა წიფლავაკე), ფუთი, ქვედა საზანო (ტყლაპივაკე, შიმშილაქედი), ქვედა საქარა (არგვეთა, ჭალატყე), შროშა (ამსაისი, საწაბლე, ქვედა საწუმბო), ცხრაწყარო (ზედა კვალითი, ძლოურ-დანეთი), ძირულა(აჭარა, დიდი განთიადი, ვაშპარიანი, ზედაწევა, ლელაძისეული, პატარა განთიადი, ქვედა წევა, ღვერკი).
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ზესტაფონი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ყვირილის ორივენაპირზე. 1921 წლამდე ყვირილა ეწოდებოდა. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა - 24,2 ათასი (2002 წ.).
მაჟორიტარი დეპუტატი - კახა გეწაძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის"),