წყალტუბო - მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით ცაგერის და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები.
ფართობი - 632.3 კმ² ;
მოსახლეობის რაოდენობა - 73.900 ადამიანი;
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 116.9 ადამიანი კმ² - ზე;
მუნიციპალიტეტში 42 დასახლებული პუნქტია - ქალაქი წყალტუბო და სოფლები - ბანოჯა, ბენთქოულა, ბესიაური, გეგუთი, გვიშტიბი, გუბისწყალი, გუმათი, გუმბრა, დერჩი, დღნორისა, ვანისჭალა, ზარათი, ზედა მესხეთი, ზედა ონჭეიში, თერნალი, კუდოთი, ლეხიდრისთავი, მაღლაკი, მექვენა, მეჩხერი, მიწაწითელი, მუხიანი, ნამოხვანი, ნოღა, ოფურჩხეთი, ოფშკვითი, პატრიკეთი, პირველიწყალტუბო, ჟონეთი, რიონი, საყულია, საჩხეური, სორმონი, ტყაჩირი, უკანეთი, ფარცხანაყანევი, ქვედამესხეთი, ქვედაონჭეიში, ქვილიშორი, ქვიტირი, ყუმისთავი, ჩუნეში (ცხუნკურისთემი), ჩუნეში (წყალტუბოსთემი), ცხუნკური, წყალტუბო, ჭაშლეთი, ჭოლევი, ხომული, ჯიმასტარო.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. წყალტუბო მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1953 წელს. მოსახლეობა- 16.800 ადამიანი (2002).
მაჟორიტარი დეპუტატი - მამუკა სანებლიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").