ქუთაისი – თვითმმართველი ქალაქი, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც თბილისიდან 221 კილომეტრით არის დაშორებული. მდებარეობს მდინარე რიონზე. ქუთაისი სიდიდით არის საქართველოს მეორე ქალაქი თბილისის შემდეგ. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს;
ფართობი - 70 კმ²;
მოსახლეობა - 192.500 ადამიანი (2010);
სიმჭიდროვე - 2.750 ადამიანი კმ² - ზე;
მაჟორიტარი დეპუტატი - ბობოხიძე აკაკი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").