მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხი - მუნიციპალიტეტი  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წ-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრაში, 1921 წლიდან - ლეჩხუმის მაზრაში, 1929 წ-დან დამოუკიდებელი რაიონია. 1953 წლამდე ქვემო სვანეთის რაიონი ეწოდებოდა.

ფართობი - 1344 კმ2;

მოსახლეობის რაოდენობა - 9.000 ადამიანი;

ოსახლეობის სიმჭიდროვე - 7 ადამიანი კმ2-ზე;

მუნიციპალიტეტში 61 დასახლებული პუნქტია - დაბა ლენტეხი და 60 სოფელი - ბაბილი, გულიდა, კახურა, ლასკადურა, ლექსურა, მაცხვარლამეზური, მელურა, ყარიში ჟახუნდერი (ლამფალაში, ლეკოსანდი, ლემზაგორი, ლუჯი, მებეცი, სასაში, ჩუკული, ხერია), რცხმელური (გვიმბრალა, ლაღარვაში, ნაღომარი, ყვედრეში), ჩიხარეში (ახალშენი, ბენიერი, ლაშხარაში, მარგვიში, მახაში, მელე, ნაცული, ღობი, შკედი), ჩოლური (თეკალი, ბულეში, დურაში, ლეუშერი, მამი, მუწდი, საყდარი, ტვიბი, ფანაგა, შტვილი, ჭველიერი, ჭველფი), ცანა, ლამანაშური, ზესხო, ყორულდაში), ხელედი (ბავარი, ლესემა, მანანაური, ფაყი, ცხუმალდი, წანაში, ხაჩეში), ხოფური (მაზაში, ნანარი, წიფლაკაკია).ადმინისტრაციული ცენტრი - დაბა ლენტეხი მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ცხენისწყლის შენაკადის მდინარე ლასკანურაზე (ზღვის დონიდან 760 მ), .    დაბა - 1969  წლიდან.    მოსახლეობა - 1.700 ადამიანი (2002).

მაჟორიტარი დეპუტატი - გოგი  ლიპარტელიანი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").

 

იხ. ლენტეხის მუნიციპალიტეტის რუკა