სამსახურის უფროსი
გიორგი მათეშვილი
დაიბადა 1979 წლის 21 თებერვალს. 1996 წელს დაამთავრა ქ. ბოლნისის ს.ს. ორბელიანის სახელობის #1 სკოლა-ლიცეუმი. 1998-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექ. უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. 2004 წლის ოქტომბერში დაინიშნა ბოლნისის რაიონის გამგეობის სამეურნეო განყოფილების მთ. სპეციალისტად. 2004 წლის ნოემბერში გადაყვანილ იქნა ბოლნისის რაიონის სამეურნეო განყოფილების გამგედ. 2005 წლის ივნისში გადაიყვანეს ბოლნისის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო-ანალიტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარ სპეციალისტად. 2006 წლის დეკემბერში დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების გამგედ, სადაც მუშაობს დღემდე. ოჯახური მდგომარეობა _ ყჰავს მეუღლე და ორი შვილი.