სამსახურის უფროსი
მამუკა ზირაქაშვილი
დაიბადა 1970 წლის 3 აპრილს. 1976-87 წლებში სწავლობდა საგარეჯოს #2 საშუალო სკოლაში. 1988 წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელისც დაამთავრა 1993 წელს. 1993 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა ქ. თბილისის ისნის რაიონის გამომძიებლად. 1995-1997 წლამდე მუშაობდა საგარეჯოს რაიონის პროკურატურის გამომძიებლად. 1997-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურატურაში განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებლად. 2002-2003 წლებში მუშაობდა შსს სამინისტროს გენ. ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2003-2004 წლებში მუშაობდა საგარეჯოს შს რაიგანყოფილების უფროსად. 2004-2008 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებლად. 2009 წლის აგვისტოში დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსად. Oჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.