სამსახურის უფროსი
ბესარიონ რეხვიაშვილი
დაიბადა 1960 წლის 19 იანვარს. 1976 წელს დაამთავრა სოფ. რაჭისუბნის საშუალო სკოლა. 1979 წელს მუშაობა განაგრძო ბოლნისის რაიონის კომუნალურ კომბინატში მუშად. 1982 წელს მუშაობდა ბოლნისის საბჭოთა მეურნეობაში მუშად. 1984 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1989 წელს და მიენიჭა კვალიფიკაცია სოფლის მეურნეობის ეკონომისტი ბუღალტრულ აღრიცხვაში. 1989-90 წლებში მუშაობდა ბოლნისის აგროსამრეწველო გაერთიანებასში მთავარ ბუღალტრად. 1990 წლის დეკემბრიდან 1991 წლის აგვისტომდე მუშაობდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში Mმთ. ინსპექტორად. 1991-1992 წლებში მუშაობდა ბოლნისის ,, მრეწვმშენბანკის” წამყვან ეკონომისტად. 1992-94 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის ბოლნისის კონტროლის პალატაში მთ. ინპექტორად. შემდგომ გადაყვანილ იქნა ქვემო ქართლის კონტროლის პალატაში მთ. ინსპექტორად. 2001 -2004 წლებში მუშაობდა კახეთისა და ქვემო ქართლის კონტროლის პალატაში მთ. ინპექტორის თანამდებობაზე.
2004 წლის დეკემბერში დაინიშნა რაიონის გამგეობაში გამგებლის I მოადგილედ და იმუშავა 2006 წლის ბოლომდე, 2006-2007 წლებში მუშაობდა გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსად. 2007 წლის ივლისიდან გადაყვანილ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად. 2009 წლის აპრილის თვიდან დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად. Oოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.