ცაგერი - მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს ლეჩხუმში, ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით - მარტვილს; სამხრეთით - ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები, ხოლო აღმოსავლეთით - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.
ფართობი - 756 კმ²;
მოსახლეობის რაოდენობა - 16.515 ადამიანი;
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 22 ადამიანი კმ²-ზე;
მუნიციპალიტეტში 60 დასახლებული პუნქტია - ქალაქი ცაგერი, დაბა ლაჯანურჰესი და სოფლები - ალპანა, აჭარა, ბარდნალა, გაგულეჩი, გვესო, დეხვირი, ზარაგულა, ზედა აღვი, ზედა ლუხვანო, ზედა საირმე, ზედა ღვირიში, ზოგიში, ზუბი, თაბორი, ისუნდერი, კენაში, კურცობი, ლაილაში, ლარჩვალი, ლასურიაში, ლასხანა, ლაცორია, ლახეფა, ლაჯანა, ლესინდი, ლეშკედა, მახაში, მახურა, ნაკურალეში, ნასპერი, ორბელი, ორხვი, ოფიტარია, ოყურეში, სანორჩი, სპათაგორი, სურმუში, ტვიში, უსახელო, უცხერი, ქვედა აღვი, ქვედა ლუხვანო, ქვედა საირმე, ქვედა ღვირიში, ქვედა ცაგერი, ქორენიში, ქულბაქი, ღუ, შუა აღვი, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერა, ცხუკუშერი, წილამიერი, წიფერჩი, ჭალისთავი, ხოჯი.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ცაგერი მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1968 წელს. ფართობი -16,85 კმ². მოსახლეობა - 1900 ადამიანი (2002).
მაჟორიტარი დეპუტატი - კარლო კოპალიანი (საქართველოს რესპუბლიკური პარტია).