01:19 PM - 5 |
დავით მუმლაძე
დაიბადა 1963 წლის 20 დეკემბერს. 1980 წელს დაამთავრამარნეულის რაიონის სოფელ წერეთლის საშუალო სკოლა. 1985 წელს დაამთვრა ქ. თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1990 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1985-90 წლამდე მუშობდა ქ. თბილისის სამთო ქიმიის სამონტაჟო სამმართველოში სამუშაოთ მწარმოებლად. 1990-93 წლამდე იყო მარნეულის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში იჟინერი. 1990-98 წლებში მუშაობდა მარნეულის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველოშინ არქიტექტორად. 1998-2002 წლამდე იყო მარნეულის რაიონის არქმშენინსპექციის უფროსი. 2002-2006 წლებში მუშაობდა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში ქვემო ქართლის რეგიონალური არქმშენინსპექციის არქმშენინსპექტორად. 2006 წელს იყო მარნეულის არქმშენინსპექციის სამსახურის უფროსი. 2007 წელს დაინიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად. 2007 წელს დაინიშნა ბოლნისის მუნიცაპლიტეტისგამგეობის ეკონომიკის, სივრცითტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად. 2010 წლიდან არის ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. ოჯახური მდგომარეობა-ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.