მუნიციპალიტეტები
 
მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახური

სამსახურის უფროსი

გოჩა თაგვაძე

დაიბადა 1974 წლის 14 აპრილს. 1986 წელს დაამთავრა ცაგერის რაიონის სოფელ აღვის 8 წლიანი სკოლა. 1989 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი. 1989-91 წლებში მუშაობდა ცაგერის საგზაო სამმართველოში. 1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ს.ს. ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიისა და რელიგიის ისტორიის ფაკულტეტი. 1996-97 წლებში მუშაობდა ბოლნისის ტელეკომპანია ,,მე-5” არხის ჟურნალისტად. 1997 წელს იყო ბოლნისის რაიონის გამგეობის პრესცენტრის განყოფილების გამგე. 1998-2003 წლებში მუშაობდა ბოლნისის რაიონის სოციალური დახმარების განყოფილების გამგედ. 2004 წლის თებერვლიდან 2006 წლის დეკემბრამდე იყო ბოლნისის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. 2007 წლის თებერვლიდან 2007 წლის ივლისამდე მუშაობდა ა.ა.ი.პ. სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორად. 2007  წლის აგვისტოდან 2009 წლის მარტამდე ა.ა.ი.პ. კულტურის ცენტრის დირექტორად. 2009 წლის მარტიდან დღემდე მუშაობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის უფროსად. Oჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.