ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სოლომონ ჩარკვიანი – დაიბადა 1979 წლის 11 ივნისს. 1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #36 საშუალო სკოლა. 1998 წელს დაამთავრა. ქ. თბილისის ბიზნესისა და საგარეო მართვის ინსტიტუტი ეკონომისტის სპეციალობით. 1994-1996 წლებში მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში მესანგრეთა სპეც. ასეულში. 1996-1998 წლებში მუშაობდა შპს ,,იტექსში” ოპერატორად. 1998-2003 წლებში მუშაობდა სს ,,საქართველოს საფოსტო ბანკის” კრწანისის ფილიალში ექსპერტ-შემფასებლად. 2005 წლის აპრილიდან 2010 წლის აგვისტომდე მუშაობდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის განყოფილების უფროსად. 2010 წლის 1 აგვისტოდან დღემდე არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. ოჯახური მდგომარეობა-დასაოჯახებელი.