მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი


ამბროლაური - მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წ-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1921 წ-დან — რაჭის მაზრაში, 1928 წ-დან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930 წ-დან დამოუკიდებელი რაიონია. 1951-53 წლებში შედიოდა ქუთაისის ოლქში.


ფართობი - 1142 კმ²;

 

მოსახლეობის რაოდენობა - 14,157 ადამიანი;


მოსახლეობის სიმჭიდროვე - 16 ადამიანი კმ2-ზე;


მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია- ქალაქი - ამბროლაური; დაბა - ხარისთვალა;70 სოფელი - აბანოეთი, აბარი, აგარა, ახალსოფელი, ბარეული, ბაჯი, ბეთლევი, ბუგეული, ბოსტანა, გენდუში, გოგოლეთი, გორი, გორისუბანი, დიდი ჩორჯო, ველევი, ზედა თლუღი, ზედა ღვარდია, ზედა შავრა, ზედა ჭყვიში, ზემო კრიხი, ზემო სხვავა, ზემო ჟოშხა, ზნაკვა, თხმორი, იწა, კაჩაეთი, კვაცხუთი, კვირიკეწმინდა, კლდისუბანი, ლიხეთი, მეორე ტოლა, მოტყიარი, მუხლი, ნამანევი, ნიკორწმინდა, პატარა ონი, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა, სადმელი, საკეცია, სხარტალი, ტბეთი, ურავი, უყეში, ფუტიეთი, ქედისუბანი, ქვედა თლუღი, ქვემო კრიხი, ქვედა ღვარდია, ქვედა შავრა, ქვედა ჭყვიში, ქვემო ჟოშხა, ქვიშარი, ღადიში, ღვიარა, ჯვარისა, შუა კრიხი, შუა სხვავა, შხივანა, ცახი, ძირაგეული, წესი, წკადისი, ჭელიაღელე, ჭრებალო, ხვანჭკარა, ხიმში, ხონჭიორი, ხოტევი.


ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ამბროლაური მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან..   ქალაქი - 1966  წლიდან;   მოსახლეობა - 2,338 ადამიანი. მანძილი ქალაქ თბილისსა და ქ. ამბროლაურს შორის 280 კმ.


მაჟორიტარი დეპუტატი - გოჩა ენუქიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის"),


იხ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რუკა