ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოსდადგენილება №152011 წლის 22 ივლისიდაბა ასპინძაასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,1. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება დანართის შესაბამისად;2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №13 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“;3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ა. მელიქიძე