ახალქალაქი - მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1921-30 წლებში - აღმოსავლეთ საქართველოს ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.ფართობი - 1235 კმ2;
მოსახლეობის რაოდენობა - 62.3 ათასი ადამიანი (სომხები 94.2%, ქართველები 5.5%. 2009 წ.);
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 49 ადამიანი კმ2-ზე;
მუნიციპალიტეტში 65 დასახლებული პუნქტია - ქალაქი ახალქალაქი და 64 სოფელი - აბული, აგანა, აზავრეთი, აზმანა, ალათუბანი, ალასტანი, არაგვა, აფნია, ბავრა, ბალხო, ბარალეთი, ბეჟანო, ბოზალი, ბუზავეთი, ბურნაშეთი, ბუღაშენი, გოგაშენი, გოკიო, გომანი, გულიკამი, დაბნია, დადეში, დიდი სამსარი, დილისკა, ერინჯა, ვარევანი, ვაჩიანი, ზაკვი, თახჩა, თირკნა, თოთხამი, იხტილა, კარტიკამი, კარწახი, კიროვაკანი, კოთელია, კორხი, კოჭიო, კუმურდო, ლომატურცხი, მარტუნი, მაჭატია, მერენია, მიასნიკიანი, მოდეგა, მურჯახეთი, ოკამი, ოლავერდი, ორჯა, პატარა სამსარი, პტენა, სირქვა, სულდა, ტურცხი, ფილიპოვკა, ქარცები, ღადო, ჩამძვრალა, ჩუნჩხა, ხავეთი, ხანდო, ხორენია, ხოსპიო, ხულგუმო.ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ახალქალაქი მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, მდინარეებს ფარავანსა და მურჯახეთისწყალს შორის, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე, ახალციხიდან 74 კმ. მოსახლეობა - 9 800 ადამიანი (2002).მაჟორიტარი დეპუტატი - ჰარუთიუნი ჰოვჰანესიანი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").