მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

ასპინძის მუნიციპალიტეტი

ასპინძა - მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია თრიალეთის მთების კალთებით, სამხრეთიდან — ერუშეთის მთების კალთებით. 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან - ახალციხის მაზრაში ტოლოშის რაიონის სახელით, 1930 წლიდან - ცალკე ტოლოშის რაიონია, 1933 წლიდან დაერქვა ასპინძის რაიონი. მუნიციპალიტეტის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო - თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

 

ფართობი - 825 კმ2;

მოსახლეობის რაოდენობა - 12.7 ათასი ადამიანი (ქართველები 78.3%, სომხები 21.2%. 2009 წ.);

მოსახლეობის სიმჭიდროვე - 16 ადამიანი კმ2-ზე;

 

მუნიციპალიტეტში 24 დასახლებული პუნქტია - დაბა - ასპინძა; სოფლები - აწყვიტა, გულსუნდა, დამალა, ვარგავი, თმოგვი, თოკი, იდუმალა, ივერია, მირაშხანი, ნაქალაქევი, ნიჯგორი, ოთა, ორგორა, ოშორა, რუსთავი, სარო, საყუდაბელი, ტოლოში, ფია, ძველი, ჭობარეთი, ხერთვისი, ხიზაბავრა.ადმინისტრაციული ცენტრი - დაბა ასპინძა მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 34 კმ-ზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს.  მოსახლეობა - 3200 ადამიანი (2002).მაჟორიტრი დეპუტატი - გელა ლონდარიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").

 

იხ. ასპინძის მუნიციპალიტეტის რუკა