ადიგენი - მუნიციპალიტეტი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მდებარეობს მდებარეობს ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მესხეთის ქედის, ხოლო დასავლეთი — არსიანის ქედის ფერდობებს. ადიგენის მუნიციპალიტეტი 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში, 1917–30 წლებში - ახალციხის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია.
ადიგენის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩრდილოეთით - ჩოხატაურის, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით - ახალციხის მუნიციპალიტეტი, სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.
ფართობი - 799.6 კმ²;
მოსახლეობის რაოდენობა - 20.400 ადამიანი (ქართველები 97.9%, სომხები 1.7%. 2009 წ.);
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 26 ადამიანი კმ²-ზე;
მუნიციპალიტეტში 55 დასახლებული პუნქტია - დაბები - აბასთუმანი, ადიგენი;სოფლები - აბასთუმანი, ადიგენი, ამხერი, არალი, არზნე, აფიეთი, ბენარა, ბოლაჯური, გომარო, გორგული, დერცელი, დიდიზანავი, დიდისმადა, ვარხანი, ზაზალო, ზარზმა, ზედუბანი, ზემოენთელი, იმერთუბანი, იჯარეთი, კახარეთი, კეხოვანი კიკიბო, ლელოვანი, მლაშე, მოხე, ნამინაური, ნაქურდევი, პატარაზანავი , პატარასმადა, საირმე, სამყური, უდე, უნწა, უტყისუბანი, ფარეხა, ფლატე, ფხერო, ქვემოენთელი, ქიქინეთი, ღორთუბანი, ღორძე, შოლავერი, შოყა, ჩორჩანი, ციხისუბანი, წარბასთუმანი, წახანი, წახანწყარო, წრე, ჭელა, ჭეჭლა, ხარჯანი, ხევაშენი.
ადმინისტრაციული ცენტრი - დაბა ადიგენი მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის ნაპირას, დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. მოსახლეობა -1221 ადამიანი(2010).
მაჟორიტარი დეპუტატი - თენგიზ სხირტლაძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–გამარჯვებული საქართველოსთვის"),