Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 762

Deprecated: Non-static method JFactory::_createConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 73

Deprecated: Non-static method JUtility::getHash() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 97

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/utilities/utility.php on line 116

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 399

Deprecated: Non-static method JFactory::getSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 802

Deprecated: Non-static method JFactory::_createSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 94

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 501
მუნიციტიპალიტეტი - ყველაფერი არჩევნების და თვითმმართველობის შესახებ
მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

თბილისის საქალაქო თვითმმართველობის ისტორია (უძველესი დროიდან 1917წ.).

ნინო სატკოევა

 

თბილისის საქალაქო თვითმმართველობის ისტორია (უძველესი დროიდან 1917წ.).

 

 

სახელმწიფო მართვის სისტემაში თვითმმართველობის იდეა გამორჩეულია თავისი პროგრესულობითა და დემოკრატიულობით. ამ მხრივ თბილისს გარკვეული ტრადიციები გააჩნია, რაც ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების არსებობის ადრეულ ნიშნებზე მიუთითებს. თბილისის საქალაქო მმართველობა, ევროპის სხვადასხვა ქალაქთა მსგავსად,საკმაოდ ადრეულ საფეხურზე (X1 ს.) შეიცავდა თვითმმართველობის ელემენტებს, რამაც X1 ს-ის 40-იანი წლებიდან უკვე შედარებით გამოკვეთილი ფორმა მიიღო; 80-იანი წლებიდან 1222 წლამდე კი “ქალაქ-კომუნად”, “ქალაქ- რესპუბლიკად” ჩამოყალიბდა. ქალაქის გამგებლობა ამ დროს 12 კაცისგან შემდგარი “ ქალაქის ბერების”,  “უხუცესთა საქალაქო კრებულის” ანუ როგორც ამას უცხოური წყაროები განმარტავენ ”თბილისის კეთილშობილთა ჯგუფის”, “თბილისის ხალხის” ხელში გადავიდა, რომლებიც რიგ-რიგობით, თითო თვე (“ქალაქის მთავარი”) მართავდნენ ქალაქს და სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ. მათ ებარათ “ქალაქის კლიტენი” და ემორჩილებოდნენ “ციხენი ქალაქისანი”; ისინი წყვეტდნენ ომის გამოცხადების თუ ზავის დადების საქმეს, აწარმოებდნენ სამართალს მოქალაქეთა შორის, აწესრიგებდნენ საგადასახადო სისტემას, ჭრიდნენ მონეტას და სხვა. ერთი სიტყვით, იყვნენ უზენაესი ხელისუფალნი თბილისში. თვითმმართველობის იდეამ საქართველოში ვერ ჰპოვა შემდგომი განვითარება. “ქალაქ-რესპუბლიკას” ბოლო მოუღო დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამ და გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად მისმა გამოცხადებამ. ქალაქში ქართველი მეფის ხელისუფლება დამყარდა, რომელსაც მეფის მიერ დანიშნული მოხელე “ამირთ-ამირა”, “ტარუღა”,“მოურავი”მართავდა. ყველასათვის ცნობილია ცხინვალის, დვალეთისა და თბილისის მოურავი გიორგი სააკაძე. თბილისის უკანასკნელი მოურავები იყვნენ მამა-შვილი, თავადი დავით და ესტატე ციციშვილები.

 

 

1801 წლიდან რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, თბილისში შეიქმნა საქალაქო პოლიციის გამგეობა პოლიცმეისტერით სათავეში, რაც 1840 წელს სამოქალაქო მმართველობამ (“საქალაქო სათათბირო”- «дума») შეცვალა ქალაქისთავისა და ექვსი ხმოსნის შემადგენლობით. პირველი ქალაქისთავი იყო ივანე იზმიროვი.

 

1866 წელს შემუშავდა თბილისის საზოგადოებრივი მმართველობის დებულება,  რომლის საფუძველზეც არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ოთხი  სოციალური კატეგორიის (4 თანრიგი), 21 წელს მიტანებულ, გარკვეული ქონე-ბრივი ცენზის მქონე და ქალაქის სასარგებლოდ გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს. ისინი ირჩევდნენ 100 კაცისაგან შემდგარ საქალაქო საკრებულოს (საკანონმდებლო ორგანო), რომლის წიაღიდანაც აირჩეოდა 8 კაციანი  (თითოეული ფენიდან ორ-ორი) საქალაქო განმკარგულებელი ორგანო (აღმასრილებელი ორგანო) და ქალაქის თავი. ამას ემატებოდა მეთვალყურის რწმუნებით აღჭურვილი,ხელისუფლების მიერ დანიშნული ერთი პირი.

 

1870 წლის 16 ივნისს ხელი მოეწერა ახალ “საქალაქო დებულებას” (“საქალაქო წესდებულებას”) ,რომელიც რუსეთის იმპერიის მთელ რიგ ქალაქებში (მათ შორის იმპერიის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში, თბილისში) თვითმმართველობას აწესებდა და როგორც იმდროინდელი პრესა წერდა “გახდა ახალი ერის დასაწყისი ქალაქების ისტორიაში”. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის არც ერთ ქვეყანაში თვითმმართველობის იდეა ისე არ იყო დამახინჯებული, როგორც რუსეთში, ამ მოვლენას მაინც პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან იგი წარმოადგენდა ადგილობრივი მმართველობის ისეთ ორგანოს, რომელიც არჩევით პრინციპებს ემყარებოდა, წარმომადგენლობითი იყო, სადაც მოსახლეობის სხვადასხვა ფენები იღებდნენ მონაწილეობას; იქმნებოდა პროგრესული საზოგადოებრივი  ძალების სამოქმედო ასპარეზი. დებულების თანახმად, არჩევნებში ყურადღება  მიექცა ამომრჩეველთა არა  სოციალურ წარმოშობას, არამედ ეკონომიკურ მდგომარეობას.სულ ჩამოყალიბდა  სამი თანრიგი, სამი საარჩევნო კრება. ესენი იყვნენ: მსხვილი, საშუალო და წვრილი გადამხდელები. იმდენად, რამდენადაც დაწესებული იყო ქონებრივი ცენზი, თბილისში ხმის უფლება მიიღო 4494 კაცმა (მოსახლეობის 4-5 %-მა). თბილისის მოსახლეობა მაშინ შეადგენდა დაახლ. 104 000 კაცს. ქალაქის ღარიბი მოსახლეობა მოკლებული იყო ხმის უფლებას. ამომრჩევლები ირჩევდნენ საკანონმდებლო ფუნქციით აღჭურვილ 72 კაციან საქალაქო სათათბიროს (“რჩევას”), რომელიც შემდეგ ირჩევდა 3 კაციან  აღმასრულებელ ორგანოს- გამგეობას, რომელიც ქალაქის თავის (“ქალაქის მოთავე”) ხელმძღვანელობით მოქმედებდა. ყველა ორგანო და ქალაქის თავი ირჩეოდა 4 წლის ვადით. არჩევნები საარჩევნო თანრიგების მიხედვით სამ სხვადასხვა დღეს და სამ სხვადასხვა ადგილას ტარდებოდა. მოგვიანებით, გაჩნდა საარჩევნო უბნები. არჩევნები წარმოებდა ფარულად, ე.წ. “საარჩევნო კენჭების” მეშვეობით. ამომრჩევლებიც შესაბამისად “მეკენჭეებად” მოიხსენიებოდნენ. მოგვიანებით შემოღებულ იქნა საბარათო სისტემა.

 

ახლადარჩეული სათათბიროს შემადგენლობა დებდა ფიცს. საყურადღებოა ერთი ფაქტი, რომ ხმოსნები ფიცს დებდნენ არა ქალაქის, არამედ იმპერატორის  ერთგულებაზე. ტექსტში საერთოდ არ იყო ნახსენები ქალაქი თბილისი.  საქალაქო რეფორმის გატარების შემდეგ ქალაქის თავად არჩეულ იქნა ძველი ქალაქის თავი,საიმპერატორო კარის კამერჰერი, გენერალი, თავადი იასონ თუმანოვი,

 

 

რომელიც ავადმყოფობის გამო რამდენიმე თვეში გადადგა. 1975 წლის 14 დეკემბრიდან იგი შეცვალა დიდმა ქართველმა საზოგადო  მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა.

 

აი,რას წერდა ამის შესახებ გაზეთი “დროება”,- “ბედნიერი ჰაზრი მოსვლია,ვინც ეს კანდიდატი დაასახელა პირველად. დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანს აქვს ყველა თვისება, რაც ამ საპატიო და მძიმე თანამდებობისათვის საჭიროა”.  აქედან მოყოლებული, 1917 წლამდე, თბილისის ქალაქის თავები იყვნენ:

 

-ალექსანდრე მატინოვი (1879 -1891 წწ.).

-ნიკოლოზ არღუთინსკი-დოლგორუკოვი (წყვეტებით 1891-1904 წწ.).

-პავლე იზმაილოვი (1893-1895 წწ.).

-გიორგი ევანგულოვი (1897-1901 წწ.).

-ქრისტეფორე ვერმიშევი (1904-1905 წწ.).

-ვასილ ჩერქეზიშვილი (1907-1910 წწ.).

-ალექსანდრე ხატისოვი (1910-1917 წწ.).

 

რაც შეეხება სათათბიროს შემადგენლობას, მაღალი ქონებრივი ცენზის პირობებში (დებულების თანახმად უპირატესობა ჰქონდათ უძრავი ქონების მეპატრონეებს, ვაჭარ-მრეწველებს, ბანკირებს), აქ ძლიერი იყო მსხვილი ვაჭარ-მრეწველთა წარმომადგენლობა, რის გამოც მას “სოლოლაკელი კრეზების”, თუ “ფინანსური ტუზების” საკრებულოს უწოდებდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ეროვნული ბურჟუაზია ჯერ კიდევ არ ფიგურირებს პოლიტიკურ ასპარეზზე, ბუნებრივია სათათბიროს შემადგენლობაც სომხური იქნებოდა. მესამე თანრიგიდან აქ ხშირად გადიოდნენ საზოგადოების პროგრესული  ნაწილის წარმომადგენლები, ქვეყანაში ცნობილი სახეები. სხვადასხვა წლებში სათათბიროს ხმოსნები იყვნენ:

 

-ნიკოლოზ ზუბალაშვილი. მრეწველი.

-გრიგოლ არწრუნი. პუბლიცისტი, მრეწველი.

-კონსტანტინე მამაცაშვილი. გენერალი და საზოგადო მოღვაწე.

-ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი. გენერალი. მსხვილი მემამულე.

-ნიკო ნიკოლაძე.პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

-სერგეი მესხი. გაზეთ “დროების” რედაქტორი.

-ილია წინამძღვრიშვილი და ივანე პოლტარაცკი. თბილისის ნოტარიუსები იყვნენ.

-გაბრიელ სუნდუკიანცი. მწერალი და დრამატურგი.

-გიორგი ქართველიშვილი. გილდიის ვაჭარი. დიდი მეცენატი. მან დააფინანსა “ვეფხისტყაოსნის” ცნობილი გამოცემა მიხაი ზიჩის  ილუსტრაციებით.

-ივანე მაჩაბელი. მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

-დავით სარაჯიშვილი. ქართული კონიაკის ფუძემდებელი.

-ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი. მრეწველი.

-ანტონ ფურცელაძე. მწერალი და ჟურნალების გამომცემელი.

-სტეფანე ჭრელაშვილი. იყო ქალაქის გამგეობის მდივანი.

-კარლო ჩხეიძე. საქართველოს 1 რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (შემდეგში დამფუძნებელი კრების) თავმჯდომარე.

-ნოე რამიშვილი. საქართველოს 1 რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

-კალისტრატე ცინცაძე. სამღვდელოებიდან.

 

თბილისის სათათბიროს შიგნით სხვადასხვა ეტაპზე გამოიკვეთა ურთიერთდა-პირისპირებული ძალები. ესენი იყვნენ: “აზიური” და “ევროპული”, შემდეგ  “გამგეობის” და “დვორცოვი ნომრების” პარტია; აგრეთვე ე.წ. “ოპოზიციური”, ანუ “ქართველთა” პარტია. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა “ახალგაზრდა სომეხთა პარტიაც”.

 

1870 წლის დებულებით ქალაქი თბილისი გახდა იურიდიული მესაკუთრე იმ უძრავ-მოძრავი ქონებისა, რაც ჰქონდა მას გადაცემული სახელმწიფოსაგან სარგებლობის უფლებით. მას, როგორც იურიდიულ პირს, შეეძლო შეეძინა და გაესხვისებინა,ეწარმოებინა მოლაპარაკებები, აეღო ვალდებულებები,წარედგინა სამოქალაქო სარჩელი და ყოფილიყო მოპასუხე სასამართლოზე . ქალაქის,ანუ მუნიციპალური საკუთრების გვერდით თბილისის ტერიტორიაზე არსებობდა აგრეთვე სახელმწიფო,საეკლესიო და კერძო საკუთრება.

 

1874 წელს ჩატარდა თბილისის უძრავი ქონების აღწერა. 8855 ობიექტიდან  ქალაქი ფლობდა მხოლოდ 37-ს. ეს მაჩვენებელი წლების მანძილზე იზრდებოდა. ქალაქი თბილისი ითვლებოდა მცირებიუჯეტიან ქალაქად. მას მერვე,მეცხრე ადგილი ეკავა იმპერიაში. იგი არც მიწების სიუხვით გამოირჩეოდა. თბილისის მიწების ღირებულება საერთო იმპერიულთან შედარებით დაბალი იყო. ბიუჯეტიდან ყველაზე დიდ თანხებს ქალაქი ხარჯავდა სახელმწიფო საჭიროებებისათვის. ეს იყო ჯარის,პოლიციის,სახანძრო რაზმის შენახვა.

 

თვითმმართველობის მთავარი ფუნქცია იყო ქალაქის კომუნალურ მეურნეობაზე ზრუნვა: წყალმომარაგება, ქუჩებისა და მოედნების მოკირწყვლა და განათება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, სანიტარული დასუფთავება; ასევე  ჯანმრთელობის დაცვის,განათლებისა და კულტურის პრობლემების გადაწყვეტა. თბილისის თვითმმართველობამ ქალაქის ტერიტორიაზე გახსნა არაერთი მუნიციპალური ობიექტი და საწარმო.

 

თბილისის თვითმმართველობის საქმიანომა კომუნალური მეურნეობის სფეროში:

 

-1882 წ. 31 დეკემბერს გაიხსნა ე.წ. მნაცაკანოვის აღდგენილი ხიდი.

-1883 წლის მარტში გაიხსნა ცხენის რკინიგზა, იგივე “კონკა”.

-1885 წლის 10 თებერვალს გაიხსნა ვერის ხიდი.

-1887 წლის სექტემბერში დასრულდა ავჭალის წყალსადენის მშენებლობა.

-1894 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ ქალაქის უწყებას გადაეცა ვორონცოვის ხიდი.

-1895 წელს შედგა თბილისის კანალიზაციის პროექტი. ეს იყო კანალიზაციის  პირველი პროექტი საქართველოში.

-1897 წელს შედგა თბილისის ქუჩა-მოედნების მოკირწყლვის პროგრამა.

-1898 წელს გაუქმდა ქუჩების განათების სანარდო სისტემა და ეს საქმე გადაეცა თვითმმართველობის სამეურნეო სამსახურს.

-1902 წლის 15 იანვრიდან დაწესდა თბილისში მეეზოვეთა ინსტიტუტი.

-1903-04 წწ-ში განხორციელდა თბილისის ქუჩა-მოედნების მოკირწყლვის და მოასფალტების ფართო პროგრამა.

-1904 წლის 8 ნოემბერს თბილისში გამოჩნდა ელექტრო ტრამვაი.

-1905 წლის 27 მარტს გაიხსნა ფუნიკულიორი.

-1911 წელს გაიხსნა მუხრანის ხიდი.

-1913 წ.1 მაისს მწყობრში ჩადგა საქალაქო თბოელექტროსადგური.

-1914 წლის 15 აპრილს საექსპლოატაციოდ გადაეცა ნავთლუღის სასაკლაო.

-1915 წლის 11 დეკემბერს მოხდა ტრამვაის ქალაქისათვის გადაცემა.

-1916 წელს ქალაქს გადაეცა “ცეცხლის მქრობელთა რაზმი”.

-1916 წლის 28 ივნისს გაიხსნა სოლოლაკის გვირაბი.

 

 

ქალაქის თვითმმართველოს საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის და ქველმოქმედების სფეროში:

 

-1885 წელს ქალაქის უწყებაში გადავიდა 1867 წელს გახსნილი ალექსანდრეს  სახელობის  ცენტრალური საქალაქო სამკურნალო.

-1889 წელს დაწესდა ქალაქის სანიტარული ექიმის თანამდებობა.

-1891 წელს გაიხსნა ქიმიური ლაბორატორია კვების პროდუქტების და სასმელი წყლის გამოსაკვლევად.

-1892 წლის ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ხმოსან ილია წინამძღვრიშვილის თაოსნობით გაიხსნა უფასო საჩაიე.

-1893 წელს გაიხსნა სადენზიფექციო კამერა.

-1893 წელს თვითმმართველობასთან ჩამოყალიბდა სანიტარულ-საექიმო საბჭო.

-1897 წელს გაიხსნა ღამის საქალაქო თავშესაფარი დიდუბის ქუჩაზე.

-1898 წელს გაიხსნა ღამის საქალაქო თავშესაფარი ვანქის ქუჩაზე.

-1898 წელს ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაიხსნა “მწვავე  ინფექციურ დაავადებათა” ბარაკის ტიპის საავადმყოფო,რითაც საფუძველი  ჩაეყარა ამ კომპლექსს.

-1898 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა “სულით ავადმყოფთა თავშესაფარი”

-1906 წელს გაიხსნა საქალაქო სამშობიარო სახლი.

-1907 წელს თბილისის თვითმმართველობის უწყებაში გადავიდა “კანისა და ვენერიულ სნეულებათა საავადმყოფო”.

-1907 წელს გაიხსნა ნიკოლოზ ზუბალაშვილის სახელობის “უპოვართა სახლი”.

 

-1909 წლის 22 დეკემბერს ავლაბარში გაიხსნა არამიანცის სახელობის საავადმყოფო ორი განყოფილებით (თერაპიული და ქირურგიული).

-1911 წელს ქალაქმა გოლოვინის პროსპექტზე გახსნა საქალაქო აფთიაქი.   _1913 წლის 1 ნოემბერს ავლაბარში, არამიანცის სახელობის საავადმყოფოს ტერიტორიზე გაიხსნა სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო.

-1914 წლის 1 აპრილს გაიხსნა საქალაქო სამშობიარო თავშესაფარი.

-1916 წლის 8 თებერვალს ქალაქის უწყებაში მიღებული იქნა სასწრაფო  დახმარების სამსახური.

 

 

თბილისის საქალაქო თვითმმართველობის საქმიანობა განათლების სფეროში:

 

-1880 წლის 28 სექტემბერს გაიხსნა მიხეილის სახელობის სახელოსნო სასწავლებელი.

-1881 წელს გაიხსნა ავლაბრის 1 საქალაქო დაწყებითი სკოლა. 1917 წლისათვის  ქალაქში ფუნქციონირებდა 35 დაწყებითი სკოლა ქალაქის ღარიბი მოსახლეო სათვის.

-1883 წელს გაიხსნა ქალთა პროფესიული საქალაქო სასწავლებელი.

-1905 წელს გაიხსნა ავლაბრის პროგიმნაზია.

-1910 წელს აღნიშნული პროგიმნაზია გადაკეთდა გიმნაზიად.

-1913 წელს გაიხსნა ოსური საქალაქო სკოლა.

-1915 წელს გაიხსნა სასწავლებელი მაჰმადიანი ბავშვებისათვის.

-1914 წლის 4 მაისს მოხდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტის საფუძვლის ჩაყრა.

 

 

თბილისის საქალაქო თვითმმართველობის საქმიანობა კულტურის სფეროში:

 

-1892 წლის 25 მაისს ერვანსკის მოედანზე ქალაქის მონაწილეობით გაიხსნა ალექსანდრე პუშკინის ძეგლი.

-1893 წლის 23 სექტემბერს გაარსდა ავჭალის აუდიტორია(სახალხო სახლი).

-1896 წელს დაარსდა ნაძალადევის აუდიტორია (სახალხო სახლი).

-1901 წელს ქალაქმა თბილისმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს რუსეთთან  შეერთების 100 წლისთავის იუბილეში გამოფენით, რომელსაც ცალკე პავი ლიონი დაეთმო.

-1903 წლის 3 მარტს ალექსანდრეს სახელობის ბაღში გაიხსნა რუსი მწერლის ნიკოლოზ გოგოლის ძეგლი.

-1909 წლის 1 მაისს ჯორჯაძის ქუჩაზე გაიხსნა სამკითხველო, ხოლო 1910  წლის 21 მაისს პუშკინის სახელობის საჯარო საქალაქო ბიბლიოთეკა.

-1909 წელს გაიხსნა მუნიციპალური ბიბლიოთეკა ჰანის ქუჩაზე.

-1908 წელს ძმებ ზუბალაშვილების მიერ ქალაქს გადაეცა სახალხო სახლი.

-1910 წელს თბილისის საქალაქო თვითმმართველობის 35 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა თბილისის მუნიციპალური მუზეუმი.

 

 

ქალაქის საწარმოები და დაწესებულებები. ე.წ. საქალაქო სახლი.

 

-1849-51 წწ-ში (ჯერ კიდევ თვითმმართველობის შემოღებამდე თბილისში) აშენდა ე.წ. საქალაქო სახლი, რომელსაც თბილისელები სახლის არქიტექტო რის გვარის შესაბამისად ეძახდნენ “სკუდიერის სახლს”.

=ქალაქის საკუთრება იყო მუხრანის ხიდის ბორანი.

-1884 წელს დასრულდა “საქალაქო სახლის”ძირითადი შენობის რეკონსტრუქცია.

-1885 წელს გაიხსნა ე.წ. საოჯახო (“სემეინი”) სკვერი, რომელსაც მოგვიანებით ალ.პუშკინის სახელი ეწოდა.

-1886 წელს დასრულდა ქალაქის სათათბიროს სხდომათა დარბაზის მშენებლობა.

-1887 წლის 1 მარტს გაიხსნა მსესხსალარო, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა ლომბარდად.

-1890 წელს ქალაქს საკუთრებაში გადაეცა ალექსანდრეს სახელობის ბაღის  შუა და ქვემო ნაწილები.

-1893 წელს ხმოსან ნიკო ხუდადოვის ინიციატივით წამოიჭრა საკითხი თბილისის შემოგარენში , მის ჩრდილოეთ საზღვართან სატყეო პარკის გაშენების შესახებ.

-1896 წლის 1 იანვარს ქალაქის მსესხ სალარო გარდაიქმნა ლომბარდად.

-1902 წლის 10 მაისს გაიხსნა “სამისამართო ბიურო”.

-1902 წლის 15 მაისს გაიხსნა ხორცის საქალაქო დუქანი.

-1909 წლის 15 მაისს გაიხსნა “შრომის ბირჟა”.

-1910 წელს ე.წ. “საქალაქო სახლი”-ის მესამე სართული შეივსო ველიამინოვის ქუჩის მხრიდან.

-1912 წელს ე.წ. “საქალაქო სახლი”-ის მესამე სართული შეივსო ჰანის ქუჩის მხრიდან.

-1911 წელს გაიხსნა ვერის საქალაქო პარკი.

-1914 წლის 15 აპრილს საექსპლოატაციოდ გადაეცა ნავთლუღის სასაკლაო.

-1916 წელს გაიხსნა 12 მუნიციპალური მაღაზია.

 

1892 წლის 11 ივნისს გამოვიდა ახალი “საქალაქო დებულება”,რომელსაცშედეგად მოჰყვა ქალაქის თვითმმართველობაზე ადმინისტრაციის მკაცრიკონტროლის დამყარება, რამაც არსებითად მოსპო თვითმმართველობა. საქალაქო მმართველობის დადგენილებანი და განკარგულებანი ძალაში შედიოდა მხოლოდ გუბერნატორის მიერ დამტკიცების შემდეგ. თვითმმართველობისთანამდებობებზე არჩეულ პირებს ამტკიცებდა შინაგან საქმეთა მინისტრი.არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლეოდა ყოველ მოქალაქეს, თუ იგი იყო  რუსეთის ქვეშევრდომი და ქალაქის ტერიტორიაზე ფლობდა 1 500 მან. ღირებულუძრავ ქონებას, რის გამოც იქ თითქმის განუყოფლად გაბატონდა მსხვილი დასაშუალო ბურჟუაზია. ახალი დებულება საარჩევნო უფლებას ართმევდა ყველაებრაელს განურჩევლად ცენზისა. შემცირდა თვითმმართველობის მოსამსახურეთა რიცხვი.

 

1899 წელს ამიერკავკასიის ქალაქებისათვის განსაკუთრებული წესები შემოიღეს.მთავარმართებელს უფლება ეძლეოდა თავის შეხედულებისამებრ საქალაქოსათათბიროდან გამოეყვანა არასაიმედო ხმოსანი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გაეუქმებინა ქალაქის თავის არჩევითობა და თვით დაენიშნა საიმედო პირი.

 

1905-07 წწ-ის რევოლუციის დროს ქალაქის სათათბიროს ხმოსნებმა მოითხოვეს  დემოკრატიული რეფორმების ჩატარება. ამას ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები და ხალხის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა თვითმმართველობის შენობასთან და სათათბიროს სხდომათა დარბაზში.“ახალი ერა იწყება...დაე, ყველა განიმსჭვალოს ღრმა რწმენით, რომ თბილისში,ერევნის მოედანზე მდებარე ქალაქის სახლი არის თავისუფლების ციტადელიკავკასიაში”-ასე მიესალმა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის გამარჯვებას თბილისის ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი.

 

6 მარტს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭომ განიხილასაკითხი “ადგილობრივი არჩევნების შესახებ” და მიიღო გადაწყვეტილებაქალაქის ბურჟუაზიულ სათათბიროსთან თანასწორი წარმომადგენლობის  საფუძველზე ქალაქის სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პარტიებისმონაწილეობით ადგილობრივი ხელისუფლება შემდგარიყო-ესიყო აღმასრულებელი კომიტეტი.1917 წლის 25 აპრილს დროებითი მთავრობის მიერ მიღებული ახალი საარჩევნოწესების საფუძველზე, 6 მაისს თბილისის საბჭომ განიხილა საკითხი თბილისისთვითმმართველობის რეორგანიზაციის შესახებ. საბჭო ცნო მისი სასწრაფორეორგანიზაციის აუცილებლობა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და  საიდუმლო საარჩევნო უფლების საფუძველზე.ივნისში ჩატარებულ არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ძველისათათბიროს გამოცდილი ხმოსნები და ახალი ძალები.უპირატესობას ამუკანასკნელებმა მიაღწიეს. საყოველთაო არჩევნების საფუძველზე შექმნილ ახალსათათბიროში ქალაქის მმართველობაში მოვიდნენ სოციალ-დემოკრატები, დაშნაკები და ესერები. თუმცა ისინიც დროებით. ასე დასრულდა ერთი დიდი პერიოდი თბილისის თვითმმართველობის ისტორიაში.