კასპი - მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მტკვრის ორივე მხარეს მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში - გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია.
ფართობი - 803.2 კმ²;
მოსახლეობის რაოდენობა - 50.000 ადამიანი (ქართველები 83.3%, აზერბაიჯანელები 8.4%, ოსები 7.5% );
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 61 ადამიანი კმ2-ზე;
მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია - ქალაქი კასპი; 71 თემი/სოფელი - აღაიანი (საქადაგიანო, ხიდისყური), ახალქალაქი (ახალსოფელი, გარიყულა, გოსტიბე, ერთაწმინდა, ზემო ჩოჩეთი, თეძმისხევი, კაპრაშიანი, ჩაჩუბეთი), ახალციხი (მთიულთუბანი, ნოსტე, ცხავერი), გომი (ნიაბი), დოესი (გრაკალი), ზემო ხანდაკი, (ზენადრისი, ფაშიანი, ჭყოპიანი), თელიანი (სასირეთი), კავთისხევი (გუდალეთი, ეზატი, თვალადი, მირიანი, ქებაანი, ქვემო ჩოჩეთი, ქვემო ხანდაკი, ციხისუბანი, წიფორი), კოდისწყარო (ზადიანთკარი, ზემო რენე, ნიგოზა, სარიბარი, ქვემო რენე, ყარაფილა, ჩობალაური), ლამისყანა (თვაურები, ხვითი), მეტეხი (ბარნაბიანთკარი), ოკამი (თეზი, იგოეთი, მრგვალი ჭალა, ფერმა, ჩანგილარი), სამთავისი (ბოჟამი, თოგოიანთკარი), ქვემო ჭალი (ახალშენი, გამდლისწყარო, გორაკა, ვაკე, პანტიანი, საკორინთლო), წინარეხი (გომისჯვარი, თელათგორი, იდლეთი, ლავრისხევი), ხოვლე.ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი კასპი მდებარეობს მდინარე ლეხურის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 560 მ, თბილისიდან 48 კმ.. ქალაქი - 1959 წლიდან; მოსახლეობა - 19,9 ადამიანი (2005); მაჟორიტარი დეპუტატი - კობა კურდღელაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის").