წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილება № 8 2010 წლის 2 ივლისი ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (დანართი:1 ( 70 ფურცელი)); 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 2 ნოემბრის №8 დადგენილება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ . 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაჩიტიძე