დედოფლისწყარო - მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში. 1917 წლამდე ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა სიღნაღის მაზრაში, 1928 წლიდან კახეთის მაზრაშია, 1929 წლიდან კი კახეთის ოლქში. 1930-1937 წლებში სიღნაღის რაიონშია. 1938 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად. 1963-1964 წწ. ისევ სიღნაღის რაიონს შეუერთეს, 1965 წლიდან კვლავ გამოიყო ცალკე ერთეულად.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით და სამხრეთით კი აზერბაიჯანი.
ფართობი - 2 532 კმ2;
მოსახლეობის რაოდენობა - 29 578 ადამიანი (ქართველები 89%, აზერბაიჯანელები 4.4%, სომხები 3.9%, რუსები 1.6%, ბერძნები 0.5%) (2006 წელი);
სიმჭიდროვე - 12.2 ადამიანი კმ2- ზე;
მუნიციპალიტეტში 16 დასახლებული პუნქტია - ქალაქი დედოფლისწყარო და 15 სოფელი: მირზაანი, არბოშიკი, არხილოსკალო, გამარჯვება, ზემო მაჩხაანი, ზემო ქედი, მირზაანი, ნაცარიანი, ოზაანი, პატარა შირაქი, საბათლო, სამთაწყარო, ფიროსმანი, ქვემო ქედი, ჯაფარიძე.
სოფელი კასრისწყალი (ყოფ. ელდარი) ადმინისტრაციულად ექვემდებარება ახმეტის მუნიციპალიტეტს, თუმცა ტერიტორიულად მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი დედოფლისწყარო ყოფილი წითელწყარო. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ქალაქად გამოცხადდა 1963 წელს. მოსახლეობა 7378. დეპუტატი პარლამენტში - ავთანდილ ლეკაშვილი