
სამცხე-ჯავახეთის მხარე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება. მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიებს.
ფართობი-6.414 კმ2.
რეგიონის კოდი-GE-SJ.
მოსახლეობა - 210.000(აქედან 54.5 პროცენტი სომეხია, 43 პროცენტი- ქართველი. რეგიონში აგრეთვე ცხოვრობენ რუსების, ოსების, ბერძნების და უკრაინელების მცირერიცხოვანი თემები).
მოსახლეობის სიმჭიდროვე - 1 კვ.კმ-ზე- 32 კაცს.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ახალციხე.