ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №2 ქ. ბოლნისი 30. 07. 2010 წელი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (დანართი №1); 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 3 ნოემბრის №3 დადგენილება; 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე: ნოდარ საბიაშვილი