მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

ყვარლის მუნიციპალიტეტი

ყვარელი - მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 1917 წლამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა, 1921 წლის ადმინისტრაციული დაყოფით ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ისევ თელავის მაზრას მიაკუთვნეს. 1930 წლიდან კი ყალიბდება ცალკე რაიონად.

 

ყვარლის მუნიციპალიტეტს  სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება მდინარე ალაზანი, ჩრდილოეთიდან - დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა (რუსეთის ფედერაცია), აღმოსავლეთით - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ხოლო დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთ თელავის მუნიციპალიტეტი

 

ფართობი - 1000,8 კმ2;

 

მოსახლეობის რაოდენობა - 40,200 ადამიანი (ქართველები 89.4%, ხუნძები 6.5%, ოსები 2.4%);

 

სიმჭიდროვე - 40 ადამიანი კმ2- ზე;

 

მუნიციპალიტეტში 23 დასახლებული პუნქტია - .ქალაქი ყვარელი  და 22 სოფელი - ახალსოფლის (ბალღოჯიანი, თივი, თხილისწყარო, სარუსო, საცხენე), გავაზი, გრემის (გრძელი ჭალა, შაქრიანი), ენისელი, კუჭატანის (სანავარდო, წიწკანაანთსერი), მთისძირი, საბუეს (ალმატი), შილდა, ჭიკაანის (ზინობიანი, ჩანტლისყურე).

 

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ყვარელი მდებარეობს მდინარეების ბურსას და დურუჯის შუაში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე. თბილისიდან დაცილებულია 134 კმ. .ქალაქის სტატუსი მიიღო 1964 წელს. მოსახლეობა - 10356;

დეპუტატი პარლამენტში -  ზაზა გელაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)