გურჯაანი - მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1921 წლიდან შედიოდა სიღნაღის მაზრაში, 1930-დან კახეთის ოლქშია დამოუკიდებელ რაიონად, შემდეგ ცალკე რაიონია. გურჯაანის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთით თელავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ყვარლის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი.
ფართობი - 849,2 კმ2;
მოსახლეობის რაოდენობა - 74487 ადამიანი;
სიმჭიდროვე - 86 ადამიანი კმ2- ზე;
მუნიციპალიტეტში 29 დასახლებული პუნქტია : ქალაქი გურჯაანი და 28 სოფელი - არაშენდა (დარჩეთი, ზიარი, ფხოველი, ქოდალო), ახაშენი, ბაკურციხე, გურჯაანი, ვაზისუბანი, ვაჩნაძიანი (კახიფარი), ველისციხე, ვეჯინი, კალაური, კარდანახი, კაჭრეთი (მახარაძე), კოლაგი, მელაანი, მუკუზანი (ზეგაანი), ნანიანი, შაშიანი, ჩალაუბანი, ჩუმლაყი (ყიტაანი), ძირკოკი, ჭანდარი, ჭერემი, ჯიმითი;
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი გურჯაანი მდებარეობს ალაზნის ველზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 122 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1934 წელს. მოსახლეობა 10013.
დეპუტატი პარლამენტში - გიორგი ჩივიაშვილი ( ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)