თელავი - მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, შიგა კახეთში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1921 წლიდან თელავის მაზრაში. 1930 წლიდან კი ყალიბდება ცალკე რაიონად. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
თელავის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთ-დასავლეთით ახმეტის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით საზღვრავს რუსეთის ფედერაციის დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა.
ფართობი - 1094,5 კმ2;
მოსახლეობის რაოდენობა - 71 ათასი ადამიანი (ქართველები 81.6%, აზერბაიჯანელები 17%);
სიმჭიდროვე - 84 ადამიანი კმ2- ზე;
მუნიციპალიტეტში 31 დასახლებული პუნქტია - ქალაქი თელავი და 30 სოფელი - ლაფანყური, ნაფარეული, სანიორე, ფშაველი, ართანა, ლეჩური, ლალისყური, თეთრი წყლები, პანტიანი, იყალთო, ვარდისუბანი, რუისპირი, ყარაჯალა, გულგულა, კურდღელაური, შალაური, ნასამხრალი, კისისხევი, კონდოლი, წინანდალი, ქვემო ხოდაშენი, ბუშეტი, ვანთა, აკურა.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი თელავი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. ზღვის დონიდან 550-800 მ, თბილისიდან 158 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 21,8 ათასი (2002 წ.).
დეპუტატი პარლამენტში -