
აჭარა - ავტონომიური რესპუბლიკაა, განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს. მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების აჭარის და ლაზეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიას.
დედაქალაქი - ბათუმი.
რეგიონის კოდი - GE-AJ.
ფართობი - 2900 კმ²
მოსახლეობა – 382 ათასი(2009)
მოსახლეობის სიმჭიდროვე – 130 კაცი კვ.კმ-ზე.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს საკუთარი კონსტიტუცია, დროშა, გერბი. განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ".
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო,რომელიც ირჩევა 4 წლით.
უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს თავისი ბიუჯეტი, რომელსაც ყოველწლიურად ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
ამ საბჭოში მუშაობდნენ:
მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე - ლევან ვარშალომიძე
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - მიხეილ მახარაძე.