ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსდადგენილება №102010 წლის 20 აგვისტოქ. ბაღდათიბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,1. დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (დანართი №1).2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 21 ივნისის №1 დადგენილება. 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარეს გ. რობაქიძეს.4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბაღდათის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ.№7), კანონმდებლობით დადგენილი წესით.5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე