დაიბადა 1963 წლის 28 თებერვალს ქედის რაიონის სოფელ კვაშტაში;
1979 წელს დაამთავრა ქედის რაიონის ვაიოს საშუალო სკოლა;
1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. არის მედიცინის მაგისტრი;
2013-2016 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დოქტორანტურაში.
2016 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
1988-1992 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის გონიოს საუბნო საავადმყოფოში ექიმთერაპევტად;
1992-1993 წლებში იყო ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის მორიგე ექიმი;
1992-1997 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის N3 საგამოძიებო იზოლატორში სამედიცინო სანიტარული ნაწილის უფროსად;
1998-2000 წლებში იყო ქ. ბათუმის ნარკოლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი;
1998-2005 წლებში ეკავა ქ. ბათუმის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინოკრიმინალისტიკური ლაბორატორიის გამგის თანამდებობა. პარალელურად იყო ხელვაჩაურში მდებარე „რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ დირექტორი (2000-2005 წწ.);
2005 წელს მუშაობდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსად, სასამართლო სამედიცინო შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზის პროგრამის დირექტორად;
2006-2012 წლებში იყო ხელვაჩაურში მდებარე „რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ ექიმინარკოლოგი (2006-2008 წწ.), მთავარი ექიმი (2008-2012 წწ.);
20112012 წლებში ეკავა შპს „ლევგორის“ დირექტორის თანამდებობა;
2012-2016 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე (2012-2014 წწ.), პირველი მოადგილე (2014-2016 წწ.), მინისტრი; 2016 წლიდან დღემდე ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორია;
1988 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა სასწავლებელსა და უნივერსიტეტში;
გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი თემატური ტრენინგები და სასწავლო კურსები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში; მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებში. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; არის ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის საპატიო წევრი, საქართველოს ნარკოლოგთა ასოციაციის წევრი, ჟურნალ „თერაპია საქართველოს” სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ქედა ლევან გორგილაძეს საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd