მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

გამგებელი

ემზარ საბანაძე



დაიბადა 1952 წლის 9 მაისს ონში.

დაამთავრა ონის რაიონის სოფელ პიპილეთის საშუალო სკოლა.

1974 წელს დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1982-1985 წლებში სწავლობდა მოსკოვის პოლიციის აკადემიაში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

1982- 1987 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, სპეციალობა - მრეწველობის დაგეგმვა.

1974-1976 წლებში მუშაობდა გორის საკონსერვო ქარხანაში.

1979-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე:

1979-1982 წლები - გორის საქალაქო კომიტეტში განყოფილების უფროსი.

1982- 1984 წლები - სახელმწიფო საკუთრების დატაცებისა და მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი.

1984-1988 წლები - გორის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე.

1988-1994 წლები - შსს-ს გორის მთავარი სამმართველოს უფროსი.

1994-1998 წლები - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

1998-1999 წლები - საქართველოს შინაგანი ჯარების სარდლის პირველი მოადგილე.

2002-2003 წლებში იყო საქართველოს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე.

არის პოლიციის გენერალ-მაიორი.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და მედლით მხედრული მამაცობისთვის.

ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

ონი ემზარ საბანაძის საარჩევნო პროგრამა by Anonymous MCwnoT on Scribd