ზვიად მხეიძე
დაიბადა 1968 წლის 11 იანვარს ამბროლაურში.
1985 წელს წარმატებით დაამთავრა ამბროლაურის მე-2 საშუალო სკოლა.
1992 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სპეციალობა - ინჟინერ-მექანიკოსი.
2000-2003 წლებში მუშაობდა ინჟინრად შპს-ში ,,ამბროლაურის კომუნალური".
2004 წელს იყო საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ამბროლაურის ფილიალის დირექტორი. იმავე წელს დაინიშნა საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ამბროლაურის მომსახურების ცენტრის მენეჯერად.
2007 წელს იყო "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის რაჭის მომსახურების ცენტრის მენეჯერი.
2010-2014 წლებში მუშაობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსად.
2014 წლის ივლისიდან ბოლო პერიოდამდე იყო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
ფლობს რუსულ ენას.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ამბროლაური - ზვიად მხეიძის საარჩევნი პროგრამა by Anonymous MCwnoT on Scribd